გრილისა და ბარის მომსახურება

კაფუნე ქეითერინგში გთავაზობთ მოძრავი გრილისა და ბარის სერვისს, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებული დამატება იქნება თქვენი ღია სივრცის ღონისძიებისთვის

გრილი

ჩვენი გრილის მომსახურების შეკვეთა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, თქვენს სურვილებზე მორგებული მენიუს მიხედვით.

ბარი

ბარის მომსახურება ნამდვილად გამორჩეული მომსახურებაა, ნებისმიერი ფორმატისა და დანიშნულების ღონისძიებისთვის. თქვენ მხოლოდ სასმელებისა და კოქტეილების ნაირსახეობის შერჩევა გჭირდებათ.

კომბინირებული მომსახურება

ცალკეული მომსახურების გარდა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომბინირებული ვარიანტი, სადაც გავაერთიანებთ ფურშეტის, ბარისა და გრილის სრულ სერვისს, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის ნებისმიერ ღონისძიებას.